17 ნოემბერი 2024,   19:33
ვრცლად
ჰონგ-კონგში მასშტაბური აქციები გრძელდება

მთავრობის კომპრომისის მიუხედავად, ჰონგ-კონგში მასშტაბური აქციები გრძელდება.

ათასობით დემონსტრანტი, რომელიც მთელი კვირის განმავლობაში ექსტრადიციის შესახებ კანონპროექტს აპროტესტებდა, ქუჩაში ამჯერად ჰონგ-კონგის ლიდერის გადადგომის მოთხოვნით გამოვიდა.

მომიტინგეებს, დაღუპული აქტივისტის გლოვის ნიშნად, შავი ფერის მაისურები ეცვათ. ექსტრადიციის შესახებ კანონპროექტის მიღება ჰონგ-კონგის მთავრობამ ბოლო ათწლეულების განმავლობაში ყველაზე მასშტაბური აქციებისა და არეულობის გამო შეაჩერა.

დოკუმენტი სასამართლოს წინაშე წარსადგენად ეჭვმიტანილების კუნძულიდან ჩინეთის ტერიტორიაზე გადაყვანის უფლებას იძლევა.

დღის ამბები