17 ნოემბერი 2024,   19:27
ვრცლად
სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღა - კანონპროექტის განხილვას არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრებიან

საპარლამენტო კომიტეტებში, სასამართლო რეფორმის ე.წ მეოთხე ტალღის შესახებ კანონპროექტის დეტალური განხილვები იწყება - პროცესს სამოქალაქო სექტორიც დაესწრება.

არასამთავრობო ორგანიზაციებში აცხადებენ, რომ რეფორმა დაგვიანებულია და ის მანამდე უნდა ამოქმედებულიყო, ვიდრე ე.წ. კლანის წევრ მოსამართლეებს უვადოდ გაამწესებდნენ.

„ამ ცვლილებების მიხედვითაც სასამართლოების თავმჯდომარეების არჩევა იქნება არა თავად იმ სასამართლოს მოსამართლეების ფუნქცია, არამედ კვლავ იუსტიციის საბჭოს პრეროგატივაში დარჩება.

ამ ფონზე სხვა ტიპის ცვლილებები,რომელიც რიგ შემთხვევაში შეიძლება მისასალმებელი იყოს,შესაძლოა კარგავდეს აზრს თუკი ამ ცვლილებების შემსრულებელი არ იქნებიან ადამიანები ვინც ეს უნდა შეასრულოს კეთილსინდისიერად და სასამართლოს დამოუკიდებლობის ინტერესების გათვალისწინებით,“-აცხადებს საიას ხელმძღვანელი სულხან სალაძე.

დღის ამბები