17 ნოემბერი 2024,   19:39
ვრცლად
სახალხო დამცველს სიცოცხლის მოსპობით ემუქრებიან

საქართველოს სახალხო დამცველს, სიცოცხლის მოსპობით ემუქრებიან - ამის შესახებ ინფორმაციას, ომბუდსმენი ავრცელებს. 

განცხადებაში ნათქვამია, რომ მუქარა სახალხო დამცველის განცხადებებს მოჰყვა, სადაც ომბუდსმენი შეკრებებისა და მანიფესტაციების უფლების დაცვის მოწოდებით გამოვიდა.

18-23 ივნისს ლგბტ+ თემის მიერ დაგეგმილ „ღირსების მარშს“ სახალხო დამცველი სპეციალური განცხადებით გამოეხმაურა და ქვეყანაში არსებული მაღალი ჰომოფობიური განწყობებიდან გამომდინარე მოუწოდა სამართალდამცველებს, აქციის ორგანიზატორთათვის მიეცათ კონსტიტუციით გარანტირებული უფლების რეალიზების საშუალება და დაეცვათ მათი უსაფრთხოება.

სახალხო დამცველი ასევე მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაიწყოს გამოძიება 14 ივნისს, მთავრობის კანცელარიასთან სახალხო დამცველის მოადგილეებზე განხორციელებულ მუქარასა და იძულებაზე.

სახალხო დამცველი იმედოვნებს, რომ გამოძიება წარიმართება დროულად და ეფექტიანად. ასევე გამოვთქვამთ სრულ მზადყოფნას ითანამშრომლოს გამოძიებასთან.

"ინტერნეტ სივრცეში განხორციელებული მუქარის პარალელურად 14 ივნის მთავრობის კანცელარიასთან ლგბტ+ თემის აქციაზე რადიკალურად განწყობილმა კონტრაქციონერებმა სახალხო დამცველის მოადგილეების - გიორგი ბურჯანაძისა და ეკატერინე სხილაძის მიმართ სცადეს საქმიანობის ხელშეშლა, რაც გამოიხატა ფიზიკური დაზიანების მუქარაში და სიტყვიერ შეურაცხყოფაში.

საქართველოს სახალხო დამცველი მიესალმება შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ინტერნეტსივრცეში მუქარის შემცველი შეტყობინებების გავრცელების ფაქტზე გამოძიების დაწყებას. მნიშვნელოვნად მიგვაჩნია გამოძიებამ დაადგინოს ყველა ის კონკრეტული პირი თუ ჯგუფი, ვინც გაავრცელა მუქარის შემცველი შეტყობინებები, გამოკვეთოს მათი საქმიანობის მიზანი და მოტივი და იმსჯელოს მათთვის პასუხისმგებლობის დაკისრებაზე.

სახალხო დამცველი ასევე მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაიწყოს გამოძიება 14 ივნისს, მთავრობის კანცელარიასთან სახალხო დამცველის მოადგილეებზე განხორციელებულ მუქარასა და იძულებაზე.

სახალხო დამცველი იმედოვნებს, რომ გამოძიება წარიმართება დროულად და ეფექტიანად. ასევე გამოვთქვამთ სრულ მზადყოფნას ვითანამშრომლოთ გამოძიებასთან,"-ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში. 

დღის ამბები