17 ნოემბერი 2024,   19:26
ვრცლად
ხორავას ქუჩის საქმე შესაძლოა ახალი საპროტესტო ტალღის მიზეზი გახდეს - დ.ღ-ს ოჯახი საპროტესტო აქციებს აანონსებს

ხორავას ქუჩის სასტიკი მკვლელობის საქმე შესაძლოა ახალი საპროტესტო ტალღის მიზეზი გახდეს. რადიკალურ ზომებს ცრუ ჩვენების მიცემისთვის მსჯავრდებული მოზარდის ოჯახი აანონსებს.

ადვოკატი ფრიდონ სიხუაშვილი ამტკიცებს, რომ პროკურორებმა სასამართლოს ცრუ ჩვენება მისცეს, როცა თქვეს, რომ დ.ღ-მ მოკლული დათუნა სარალიძის მამასთან შეხვედრის ფაქტი უარყო.

მტკიცებულებებში, რომელიც ადვოკატმა განაცხადს დაურთო, არაერთი დოკუმენტი და აუდიო მასალაა. მაშ შორის, პროკურორების სასამართლოში დაკითხვის ოქმი, დ.ღ-ს ჩვენება და მოსამართლე შკუბულიანის განაჩენი.

საქმეში დევს ასევე მსჯავრდებულ დ.ღ-ს მიერ 2018 წლის 14 მარტს მკვლელობის ძირითად საქმეზე სასამართლოსთვის მიცემული ჩვენება, სადაც ადვოკატის ინფორმაციით, ის არაერთხელ უთითებს, რომ მოკლული არასრულწლოვნის მამას ზაზა სარალიძეს შეხვდა.

დ.ღ-ს ბრალდებაში მთავარი სწორედ ზაზა სარალიძესთან შეხვედრის ფაქტი იყო. გამოძიება მოზარდის დაკავების დღიდან ამტკიცებდა, რომ მან მოსამართლესთან ამ შეხვედრის შესახებ დამალა.

ადვოკატი და დ.ღ-ს ოჯახი ამტკიცებენ, რომ ის თავიდანვე უსაფუძვლოდ დააკავეს.

ადვოკატი და მსჯავრდებულის ოჯახის წევრები ახლა მათ მოთხოვნაზე პროკურატურის რეაგირებას ელოდებიან. წინააღმდეგ შემთხვევაში საპროტესტო აქციებს აანონსებენ.

დღის ამბები