რამდენიმე წუთში „რუსთავი 2“-ზე კულინარული დუელი გაგრძელდება. "სამზარეულოს ომების" მეორე სერიაში ერთმანეთს 6 წყვილი დაუპირისპირდება. მათგან შემდეგ ტურში, ანუ მეოთხედფინალში გადასვლას მხოლოდ სამი შეძლებს. მთავარი კერძი, რა უნდა მოამზადონ, თავად კონკურსანტებს შეუძლიათ აირჩიონ, თუმცა ინგრედიენტებს ჟიურის წევრები ირჩევენ.
კონკურსანტებს დავალების შესასრულებლად 45 წუთი აქვთ. დღეს გაირკვევა, ვის მოუწევს შოუს დატოვება.