17 ნოემბერი 2024,   22:20
ვრცლად
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატები - არასამთავრობოები იუსტიციის საბჭოს ინფორმაციის დამალვაში ადანაშაულებენ 

არასამთავრობო ორგანიზაციები, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისა და საერთო სასამართლოების შესახებ კანონის დარღვევაში ადანაშაულებენ. საუბარია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შესახებ, ინფორმაციის დამალვაზე. სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები ამბობენ, რომ საბჭოს წევრებმა ინფორმაცია მიზანმიმართულად დამალეს. 

მათი განცხადებით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების შესახებ ინფორმაცია, კანონმდებლობის თანახმად საჯარო უნდა იყოს, რათა პროცესი გამჭვირვალედ წარიმართოს და საზოგადოება, კონკურსში მონაწილე პირების ბიოგრაფიულ წარსულს იცნობდეს.

„იუსტიციის საბჭომ უარი გვითხრა ამ ინფორმაციის მოწოდებაზე და რჩება შთაბეჭდილება, რომ ისინი მალავენ ამ ინფორმაციას, იქიდან გამომდინარე, რომ მათ არ სურთ, რომს საზოგადოებამ მიიღოს ინფორმაცია იმ კანდიდატების შესახებ, რომელიც წარდგენილნი არიან უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებად.

რა თქმა უნდა ეს არის კანონსაწინააღმდეგო, ეს არის მცდელობა, რომ არასწორად მიიღონ კანონი და მოირგონ ისინი საკუთარი ინტერესების შესაბამისად,“-განაცხადა ”საქართველოს დემოკრატიული ინიციატივას”  წარმომადგენელმა გვანცა წულუკიძემ.

დღის ამბები