17 ნოემბერი 2024,   22:24
ვრცლად
ხელისუფლების ვალდებულება ყველა ინდივიდის დაცვაა და არა უმრავლესობის ჯგუფებისთვის კოჭის გორება - მშვენიერაძე

სამოქალაქო სექტორი "თბილისი პრაიდის" თავისუფალ და მშვიდობიან გარემოში ჩატარებას მოითხოვს. ”საქართველოს დემოკრატიული ინიციატივას” თავმჯდომარე გიორგი მშვენიერაძე აცხადებს, რომ ლიბერალური დემოკრატიისთვის მნიშვნელოვანია უმცირესობების უფლებების დაცვა, რაც ხელისუფლებამ კარგად უნდა გააცნობიეროს. 

„ხელისუფლებამ კარგად უნდა გააცნობიეროს ლიბერალური დემოკრატიაში რა როლი აკისრია მას, რომ მისი ვალდებულება ყველა ადამიანის, ყველა ინდივიდის დაცვაა და არა უმრავლესობის ჯგუფებისთვის კოჭის გორება და თბილისი პრაიდს მიეცეს საშუალება დაგეგმილი ღონისძიებები ჩაატაროს უსაფრთხოდ,“-აცხადებს ”საქართველოს დემოკრატიული ინიციატივას” თავმჯდომარე გიორგი მშვენიერაძე.

”სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” დირექტორის მოადგილე, ელენე ნიჟარაძე, ლევან ვასაძისა და მისი მხარდამჭერების წინააღმდეგ გამოძიების მნიშვნელობაზე საუბრობს. მისი თქმით, პირები, რომლებიც ძალადობრივ განცხადებებს აკეთებენ და ძალადობრივ ჯგუფებს ქმნიან, პასუხისგებაში უნდა მიეცნენ.

მისივე თქმით, აუცილებელია, სახელმწიფომ „თბილისი პრაიდის“ უსაფრთხოდ ჩატარებას უზრუნველყოს.

დღის ამბები