17 ნოემბერი 2024,   19:40
ვრცლად
"ივანიშვილს რუხაძესთან ერთად გადავცეთ უნდა სამარცხვინო დიპლომი" - აქცია შუშის სასახლესთან

აქცია ივანიშვილის სასახლესთან - "მაუდის" ყოფილი აქციონერები ივანიშვილთან დაახლოებული ბიზნესმენისგან, ირაკლი რუხაძისგან დაპირებული კომპენსაციის მიღებას წლებია, უშედეგოდ ელოდებიან.

აქციებს ადამიანების ეს ჯგუფი მანამდე ტელეკომპანია „იმედთან“ მართავდა. ისინი რუხაძისგან ითხოვდნენ პასუხს. ახლა კი ბიძინა ივანიშვილს ერთ კვირიან ვადას აძლევენ, რომ მან რუხაძეს დავალიანების გასტუმრება აიძულოს.

წინააღმდეგ შემთხვევაში "მაუდის" აქციონერები შუშის სასახლესთან კარვებს გაშლიან.

„მაუდის“ საინიციატივო ჯგუფის და „ლეიბორისტული პარტიის“ წევრმა, ლაშა ჩხარტიშვილმა ირაკლი რუხაძე და ბიძინა ივანიშვილი პენსიონერების ძარცვაშიც დაადანაშაულა.

"ივანიშვილს რუხაძესთან ერთად, გადავცეთ სამარცხვინო დიპლომი, საოცნებო პენსიონერთა მძარცველის დიპლომი“ - განაცხადეს აქციაზე.

დღის ამბები