"თბილისი პრაიდი" და "ღირსების მარში" არ გაუქმდება - ორგნიზატორებმა ცოტა ხნის წინ წერილობითი განცხადება გავარცელეს. განცხადებაში ნათქვამია, რომ ხელისუფლების ქმედება სიძულვილის ჯგუფების წინააღმდეგ არასაკმარისია, რაც საფრთხეში აგდებს საქართველოს სახელმწიფოებრიობას.
"სახეზე გვაქვს სახელმწიფოს უმოქმედობა და ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან უპასუხისმგებლო და საფრთხის შემცველი განცხადებები, რომლებიც ერთ სიბრტყეში გვაყენებენ მოძალადე ჯგუფებთან. ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ მიგვანიშნა, რომ არ არსებობს პოლიტიკური ნება და გრძელვადიანი ხედვა, რომელიც ქვეყანაში სიძულვილის აღმოფხვრისა და სისტემური რეფორმების გატარების სურვილზე მიუთითებს. ხელისუფლების ქმედებები სიძულვილის ჯგუფების წინააღმდეგ არასაკმარისი და არაეფექტურია. საფრთხეშია საქართველოს სახელმწიფოებრიობა და ინსტიტუციები. სწორედ ამიტომ, ჩვენ გავდივართ! გავდივართ, რათა ვაიძულოთ ხელისუფლება, დაიცვას ადამიანის უფლებები და შეასრულოს ქვეყნის კონსტიტუციით აღებული ვალდებულებები,"- ნათქვამია განცხადებაში.