17 ნოემბერი 2024,   19:25
ვრცლად
აფეთქება ქუთაისში - ადგილობრივებსა და მერიის წარმომადგენლებს შორის შელაპრაკება მოხდა

ქუთაისში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები უკვე დასრულებულია. შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებმა ადგილობრივების უსაფრთხოების დაცვის მიზნით, შეამოწმეს როგორც ელექტროსადენები, ასევე ბუნებრივი აირის მილები.

როგორც ცნობილია, დაზარალებულ ოჯახებს დროებითი საცხოვრებელი ადგილებით ქუთაისის მერია უზრუნველყოფს.

ცოტა ხნის წინ შემთხვევის ადგილზე მივიდნენ ქუთაისის მერიის წარმომადგენლები და ადგილობრივ მცხოვრებლებს შეხვდნენ. მათ შორის მცირედი შელაპარაკებაც მოხდა.

აფეთქების შედეგად დაზიანებული კორპუსის მცხოვრებლები იმ პირობებით, რომელსაც ადგილობრივი ხელისუფლება ჰპირდება, უკმაყოფილოები არიან. დაზარალებული ოჯახები ამბობენ, რომ მათი მოთხოვნები სათანადოდ უნდა იყოს დაკმაყოფილებული.

„თქვენი მხრიდან, სასტუმრო ხომ შემომთავაზეთ? იქნება ნორმალური, წესიერი პირობებიო. მასე მოსაცილებლად, 100 ლარიანი და 200 ლარიანი ბინები არავის არ სჭირდება. არ მჭირდება. მერიიდან 200 ლარიანი დახმარება რაში მჭირდება, არაფერში არ მჭირდება“ - ამბობს ერთ-ერთი დაზარალებული.

თავის მხრივ, მერიის წარომადგენელმა შესთავაზა, რომ თუკი უკმაყოფილებას გამოთქვამს, შეარჩიოს საცხოვრებელი და მერია თანხით უზრუნველყოფს.

დღის ამბები