ნაადრევი და იძულებითი ქორწინება და მასთან ბრძოლის გზები - ამ თემაზე საჯარო დისკუსია გაიმართა მარნეულში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში. ღ
ღონისძიების ორგანიზატორები ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი და სათემო რადიო "მარნეული" იყვნენ. დისკუსიაში ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად, მონაწილეობდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს, სოციალური მომსახურეობის სააგენტოსა და სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები.
„დღევანდელი დისკუსიის ფარგლებში ჩვენ შევეცადეთ, შემოგვებრუნებინა ფოკუსი და ტრადიციის ნაცვლად გველაპარაკა სწორედ ეკონომიკურ გამოწვევებზე, რომელიც ამ რეგიონში დგას და რომელიც ცხადია, რომ გოგონებს და ქალებს ყველაზე მეტად აზიანებს. ამავდროულად, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაგვიზიარა მათი გეგმები ამ მიმართულებით. მნიშვნელოვანია, რომ სამინისტრო გამოწვევებს აღიარებს და პრობლემებზე გვეთანხმება, თუმცა ბუნებრივია, რომ მხოლოდ საპოლიციო ორგანოები ვერ უპასუხებენ ამ გამოწვევებს თუ განათლების სამინისტრო და სოციალური მომსახურების სააგენტომ და უფრო ფართოდ სოციალური დაცვის სამინისტრომ საკუთარი პასუხისმგებლობა და კრიზისი მდგომარეობა, რომელიც ამ რეგიონებშია, სათანადოდ არ გაიაზრა“ - განაცხადა ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის ხელმძღვანელმა, თამთა მიქელაძემ.