„კომლებზე მკითხეს შსს-ში, საწყობი სად არისო,“ - ეს განცხადება საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოძრაობა ”ქართული იდეის” დამფუძნებელმა, ლევან ჩაჩუამ გააკეთა.
ჩაჩუა "თბილისი პრაიდის" ღონისძიებას ეხმაურება და ამბობს, რომ ბიზნესმენ ლევან ვასაძის გუნდი არ დაუშვებს, რომ მსვლელობა გაიმართოს.
„კომბლეზე მკითხეს გუშინ შსს-ში, როდესაც გამოკითხვაზე ვიყავი მისული, საწყობი სად არისო და ვუთხარი, კომბლეს აქვს სხვენში-მეთქი. რომელს ხედავთ აქ კომბლით. არ ჩავატარებინებთ, ყველა მეთოდით არ ჩავატარებინებთ,“ - განაცხადა ლევან ჩაჩუამ.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ძიება უკანონო ფორმირებების შექმნისა და ხელმძღვანელობის მუხლით დაიწყო. ამ ეტაპზე ჯერ არ დაუკითხავთ ბიზნესმენი ვასაძე.
2 დღის განმავლობაში კი 10-მდე პირი დაიკითხა, მათ შორის რამდენიმე ორგანიზატორიც.