17 ნოემბერი 2024,   19:30
ვრცლად
საქსტატის სადავო მონაცემი - უწყება ამტკიცებს, რომ საქართველოში საშუალო ხელფასი 1000 ლარზე მეტია

საქსტატის კიდევ ერთი სადავო მონაცემი - სახელმწიფო უწყება ამტკიცებს, რომ საქართველოში საშუალო ხელფასი ათას ლარზე მეტია. საქსტატის მონაცემებს დღეს მოსახლეობის პროტესტი მოჰყვა. ქუჩაში გამოკითხული ადამიანების უმეტესობა ამბობს, რომ მათი ანაზღაურება 300 ლარს არ აღემატება. აინტერესებთ, საიდან დათვალა საქსტატმა, რომ საშუალო ხელფასი ქვეყანაში უკვე, თითქმის, 1100 ლარია.

საქსტატის დადგენილი საშუალო ხელფასი არარეალურად მიაჩნიათ ეკონომისტებს. მიზეზი არასწორი მეთოდოლოგიაა. ირკვევა, რომ სტატისტიკის ეროვნული სამსახური, მარტივ მიმატება-გაყოფის სისტემას იყენებს, რაც არასწორია. ექსპერტები ამბობენ, რომ საჭიროა მედიანური მეთოდოლოგიის ამოქმედება, რომ ციფრები რეალური იყოს.

არასამთავრობო სექტორში აცხადებენ, რომ მთავრობის ინტერესში შედის, ოფიციალური სტატისტიკით აჩვენონ, რომ ქვეყანაში უკეთესი ცხოვრების დონეა.

სტატიკის ეროვნულ სამსახურში არ სურთ, განმარტონ, როგორ დაადგინეს, რომ ქვეყანაში საშუალო ხელფასი 1093 ლარია. „ქართული ოცნების" საპარლამენტო გუნდში ამტკიცებენ, რომ საქსტატი არ ცდება.

საქსტატის მიერ დათვლილ მონაცემებში გენდერის მიხედვით, საშუალო ხელფასი მამაკაცებისთვის 400 ლარით მეტია. კაცები, სტატისტიკის მიხედვით, თვეში 1300 ლარამდე, ქალები კი 900 ლარამდე იღებენ. 

 

 

დღის ამბები