17 ნოემბერი 2024,   22:30
ვრცლად
"თბილისი პრაიდის" ორგანიზატორებმა გვაცნობეს, რომ ფიზიკური განადგურების მუქარებს იღებენ - Amnesty International

Amnesty International "თბილისი პრაიდთან" დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას აქვეყნებს. გავლენიანი უფლებადამცველი ორგანიზაცია მოითხოვს, საქართველოს ხელისუფლებამ ღონისძიების მონაწილეთა უსაფრთხოება უზრუნველყოს.

ორგანიზაციის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მსველელობის ორგანიზატორებმა Amnesty International-ს აცნობეს, რომ ისინი კვლავ იღებენ ფიზიკური განადგურების მუქარებს.

ორგანზაცია მოუწოდებს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ გამოიძიოს მუქარისა და თავდასხმის დაგეგმვის ფაქტები და განახორციელოს ეფექტური ზომები ძალადობის აქტების აღსაკვეთად.

“ლგბტ ადამიანები საქართველოში დისკრიმინაციას და ძალადობას განიცდიან, ხოლო ხელისუფლება ხშირად ვერ ახერხებს, ეფექტურად გამოიძიოს ჰომოფობიური და ტრანსფობიური სიძულვილის მოტივით ჩადენილი დანაშაულები," - წერია Amnesty International-ის განცხადებაში.

დღის ამბები