17 ნოემბერი 2024,   19:25
ვრცლად
71 მილიონი იძულებით გადაადგილებული პირი მსოფლიოს მასშტაბით - გაეროს ანგარიში

გაეროს მონაცემით, ბოლო ერთ წელიწადში დევნილების რიცხვმა რეკორდულ ნიშნულს მიღწია. დღეს მსოფლიოში 71 მილიონი იძულებით გადაადგილებული პირია, აქედან ნახევარი ბავშვია.

ყოველწლიური ანგარიში გაეროს დევნილთა უმაღლესმა კომისარიატმა მოამზადა. მისი ხელმძღვანელის განცხადებით, არსებული რიცხვი ბოლო 70 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალია.+

მონაცემებში არ შეიყვანეს ვენესუელიდან წასული 4 მილიონი ადამიანი, რადგან მათ მეზობელ ქვეყნებში დასარჩენად ვიზები და თავშესაფრის მოთხოვნა არ სჭირდებათ. მიუხედავად ამისა, გაეროს შეფასებით, თუ ქვეყნიდან ნაკადის გადინება ამ მასშტაბით გაგრძელდება, ვენესუელელი ლტოლვილების რიცხვი წლის ბოლომდე 5 მილიონს გადააჭარბებს.

დღის ამბები