17 ნოემბერი 2024,   19:38
ვრცლად
"წასასვლელი არსად მაქვს, ქუჩაში ვარ" - ვერცხლის ქუჩაზე წვიმის შედეგად სახლი დაზიანდა

ძლიერი წვიმის გამო, მთელი ღამის განმავლობაში საგანგებო სიტუაციების სამსახურში 60-ზე მეტი შეტყობინება შევიდა. დატბორილია საცხოვრებელი სახლების სარდაფები და პირველი სართულები.

ყველაზე მძიმე მდგომარეობაში ვერცხლის ქუჩაზე მცხოვრები ქალბატონი აღმოჩნდა, რომელიც წვიმამ საცხოვრებელი სახლის გარეშე დატოვა. გვიან ღამით კედლის ნაწილი ჩამოინგრა. ნგრევის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა სოციალურად დაუცველი ქალბატონი, რომელიც ავარიულ ბინაში მცირეწლოვანთან ერთად ცხოვრობდა, ბინის გარეშე დარჩა.

სახლში, სადაც ის უნებართვოდ იყო შეჭრილი, ცხოვრება უკვე შეუძლებელია, ამიტომ მაშველებმა მას ბინის დატოვება მოსთხოვეს.

„წუხელ დაინგრა 9 საათზე და დღეს დილით 8 საათზე ორი კედელი დაინგრა. ყველაფერი შიგნით დარჩა, მხოლოდ მაცივარი და ჭურჭელი გამოვიტანე. წასასვლელი არსად მაქვს, ქუჩაში ვარ“, - აცხადებს დაზარალებული.

დღის ამბები