17 ნოემბერი 2024,   19:40
ვრცლად
მლეთაში ლომისობას აღნიშნავენ

დღეს ლომისობაა - დღესასწაულს, ტრადიციულად, მლეთაში, წმინდა გიორგი სახელობის ტაძარში აღნიშნავენ. ლომისობა დუშეთის რაიონში, აღდგომიდან 7 კვირის შემდეგ იმართება. ლომისის დღესასწაულის ტრადიციული ნაწილია ასევე მსხვერპლშეწირვაც, ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე უკვე ათასზე მეტი ცხვარია დაკლული.

ადამიანებს სჯერათ, რომ მსხვერპლშეწირვის შემდეგ,  მათ სათხოვარი და სურვილი აუსრულდებათ.

ტრადიციას, იმის გამო, რომ ლომისობის დღესასწაულზე უამრავ ცხვარს კლავენ, ბევრი მოწინააღმდეგეც ჰყავს. მიუხედავად ამისა, მსხვერპლშეწირვის ტრადიცია მაინც ლომისობის მუდმივი შემადგენელი ნაწილია.

მლეთაში ლომისობასთან დაკავშირებით სამართალდამცველები არიან მობილიზებული. ლომისობაზე მოქალაქეთა დაშავების შემთხვევები ხშირად ხდება.  

დღის ამბები