17 ნოემბერი 2024,   19:28
ვრცლად
გამოხატვა, რომლის მიზანი მშვიდობიანი მოქალაქეების დარბევაა, უკვე კრიმინალია - ომბუდსმენი

გამოხატვის თავისუფლება თუ მისი მიზანი მშვიდობიანი მოქალაქეების დარბევაა, არ არის გამოხატვა - სახალხო დამცველი ლევანის ვასაძის განცხადებებს აფასებს. ნინო ლომჯარია ვასაძის განცხადებებში კრიმინალის ნიშნებს ხედავს და შინაგან საქმეთა სამინისტროს საკითხით დაინტერესებისკენ მოუწოდებს. ლევან ვასაძე "თბილისი პრაიდის" ჩატარების წინააღმდეგ გამოდის. 

„მე ვფიქრობ, რომ მასთან შეკითხვები უნდა ჰქონდეს სამართალდამცავ ორგანოებს. იმიტომ, რომ რამდენიმე დღის წინ სწორედ მისგან მოვისმინეთ სახელმწიფო წესრიგისა და უსაფრთხოებისთვის საფრთხის შემცველი განცხადებები, რომლებიც ნამდვილად წარმოადგენენ გამოძიების დაწყების საფუძველს და შეიცავენ სერიოზული დანაშაულის ნიშნებს. ამიტომ ჩემი რჩევა იქნება მის მიმართ შეკითხვები დასვან და ამ საკითხზე იმუშაონ სამართალდამცავმა ორგანოებმა“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

სახალხო დამცველი იმედს გამოთქვამს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ადეკვატურ პასუხს გასცემს ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებს.

„გამოხატვა არ არის გამოხატვა, თუკი მისი მიზანი არის, რომ დაარბიონ მშვიდობიანი მოქალაქეები და მათი უფლებები შეზღუდონ. ეს უკვე გამოხატვა აღარ არის, ეს არის კრიმინალი და კრიმინალს იმედი მაქვს, შინაგან საქმეთა სამინისტრო გასცემს ადეკვატურ პასუხს“, - აცხადებს სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები