17 ნოემბერი 2024,   19:35
ვრცლად
გავრილოვის განცხადებები ნაკლებად მაინტერესებს - გიორგი ლომია 

რუსეთის დუმის ზოგიერთი დეპუტატი აფხაზეთის და ოსეთის დამოუკიდებლობას აღიარებს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მოლაპარაკებები არ უნდა ვაწარმოოთ - „პატრიოტთა ალიანსი“ სერგეი გავრილოვის საქართველოში შემოსვლას მიესალმება. მათი შეფასებით, ოკუპანტი ქვეყნის პოზიციის მიუხედავად,  დიალოგი აუცილებელია.

„გავრილოვის განცხადებები ნაკლებად მაინტერესებს. ყველა ის ადამიანი, ვისაც მე ვხვდები დუმაში საუბრობს, რომ აუცილებელია დიალოგი, მაგრამ არავის არასდროს არ უთქვამს, რომ მივიღოთ ის რეალობა, რომ ისინი არიან ცალკე სახელმწიფოები და დავიწყოთ ნულიდან, როგორც საქართველო და რუსეთი“, - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსი და სოციალ-დემოკრატების“ თავმჯდომარე, გიორგი ლომიამ.

რუსი დეპუტატები  მართლმადიდებლობის საკითხის შესახებ კონფერენციაში მონაწილეობენ, რომელიც დღეს იხსნება.

დღის ამბები