"ნანა წადი" - ამ მოწოდებით ქუთაისის მერიასთან ორგანიზაცია "პოსტერუმ ქუთაისმა" აქცია გამართა. ახალგაზრდებმა კიდევ ერთხელ მოითხოვეს ფრაქცია "ქართული ოცნება-კონსერვატორების" თავმჯდომარის, ნანა კოსტავას თანამდებობიდან გადაყენება, რომელმაც სიძულვილის შემცველი ტექსტი Facebook-ზე არაერთხელ განათავსა.
აქციაზე შეკრებილებმა საზოგადოებისთვის ცნობილი სახეების მონაწილეობით ვიდეორგოლი დაამზადეს და ილუმინაციის სახით მერიის შენობის ფასადზე გაუშვეს.
არაერთი საპროტესტო აქციის მიუხედავად, კოსტავას დღემდე საკრებულო არ დაუტოვებია.