17 ნოემბერი 2024,   19:31
ვრცლად
ჩვენმა მთავრობამ ის ბოლო ტოტი ჩამოჭრა, რომელზეც იყვნენ ისინი ჩაბღაუჭებულები - გიგა ოთხოზორიას დედა რუსი დეპუტატების ვიზიტზე 

პარლამენტში ოკუპანტი ქვეყნის დეპუტატის ყოფნას და თავმჯდომარის ტრიბუნის დათმობას გიგა ოთხოზორიას დედა ზუგდიდიდან ეხმაურება. ოთხოზორია ერთ ერთია იმ ქართველებს შორის, ვინც რუსმა ოკუპანტებმა მოკლეს, თუმცა ამ დრომდე ხელისუფლება ამ მკვლელობაში ბრალდებული ადამიანების დასჯა ვერ მოახერხა. 

გიგა ოთხოზორიას დედის თქმით, მთავრობამ ის ბოლო ტოტი მოჭრა, რომელსაც ისინი ებღაუჭებოდნენ

"ჩვენი შვილების მკვლელების, ასეთი პატივისცემით მიღებით, სახელმწიფოს დაცვით გამოხატვით, შემდეგ ყველანაირად მათი უზრუნველყოფით დაკავებული მთავრობის, მე, მაგალითად, თუ მკითხავთ, არავის არ უნდა სჯეროდეს ამ ადამიანების. ყველაფერი როგორ შეიძლება, ფეხქვეშ გავთელოთ, უარი ვთქვათ იმ ბიჭების სახელის მოხსენებაზე, რომელებმაც თავიანთი საკუთარი სიცოცხლე გაწირეს სამშობლოს დასაცავად. უანგაროდ იბრძოდნენ ჩვენი ბიჭები. ჩემი შვილის სურათს რომ შევხედო დღეს, იმისი მრცხვენია, ასე იქნება, ალბათ, ყველა შვილ-მკვდარი დედა, რომლის შვილები სამშობლოს დასაცავად იბრძოდნენ. ჩვენმა მთავრობამ ის ბოლო ტოტი ჩამოჭრა, რომელ ტოტზეც იყვნენ ისინი ჩაბღაუჭებულები,“ - განაცხადა ოთხოზორიას დედამ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები