17 ნოემბერი 2024,   19:41
ვრცლად
სამოქალაქო პროტესტი მასშტაბურ ხასიათს იღებს - რუსთაველის გამზირი გადაკეტილია

რუსთაველის გამზირი გადაკეტილია. აქციის მონაწილეებმა, რომლებიც საქართველოში რუსი დეპუტატების ჩამოსვლას აპროტესტებენ, რუსთაველზე საავტომობილო გზის სავალი ნაწილი გადაკეტეს.

მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეაში მონაწილეობის მისაღებად საქართველოში რუსეთის დუმის დეპუტატები გუშინ ჩამოვიდნენ. დღეს, ანტიქართული განწყობის მქონე კომუნისტმა დეპუტატმა სერგეი გავრილოვი ასამბლეის წევრებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან მიმართა.

ამ ფაქტმა საზოგადოების განსაკუთრებული პროტესტი გამოიწვია. ოპოზიცია და სამოქალაქო აქტივისტები სხდომათა დარბაზში დემარშით შევიდნენ და რუს დეპუტატებს სხდომის გაგრძელების საშუალება აღარ მისცეს.

რამდენიმე წუთის წინ კი სერგეი გავრილოვსა და მის კოლეგებს სასტუმროც დაატოვებინეს და აეროპორტში გაძლიერებული დაცვის ესკორტით გადაიყვანეს. ისინი საქართველოს, სავარაუდოდ, ერთ საათში დატოვებენ.

დღის ამბები