„თავისუფლებასთან წააგებთ!“, BIDZINA=PUTIN - ამ ტრანსფარანტებით ქუთაისში აქცია მიმდინარეობს. ქალაქში პროტესტის მიზნით მოსახლეობა აქცია-მსველობას აწყობს.
მოსახლეობა რუსი დეპუტატების თბილისში ვიზიტს და პარლამენტში სერგეი გავრილოვის მიერ პარლამენტის თავმჯდომარისთვის განკუთვნილი ადგილის დაკავებას აპროტესტებენ.
მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეაში მონაწილეობის მისაღებად საქართველოში რუსეთის დუმის დეპუტატები გუშინ ჩამოვიდნენ. დღეს, ანტიქართული განწყობის მქონე კომუნისტმა დეპუტატმა სერგეი გავრილოვი ასამბლეის წევრებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან მიმართა.
ამ ფაქტმა საზოგადოების განსაკუთრებული პროტესტი გამოიწვია. ოპოზიცია და სამოქალაქო აქტივისტები სხდომათა დარბაზში დემარშით შევიდნენ და რუს დეპუტატებს სხდომის გაგრძელების საშუალება აღარ მისცეს.
რამდენიმე წუთის წინ კი სერგეი გავრილოვსა და მის კოლეგებს სასტუმროც დაატოვებინეს და აეროპორტში გაძლიერებული დაცვის ესკორტით გადაიყვანეს.