"სირცხვილია" - თელავის ცენტრში სამოქალაქო აქტივისტებმა დროშებით, ტრანსფარანტებითა და შეძახილებით ქალაქის ცენტრში მსვლელობა მოაწყეს. "რუსეთი ოკუპანტია", "არა ოკუპაციას" - სამოქალაქო აქტივისტებმა, პარლამენტში დღეს განვითარებული მოვლენები გააპროტესტეს.
თელავის ცენტრში შეკრებილი მოქალაქეები ამბობენ, რომ რუსებმა საქართველოს ტერიტორია უნდა დატოვონ, ხოლო პარლამენტში განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებამ უნდა აიღოს.
სამოქალაქო აქტივისტების აქციას რუსი ტურისტი შეუერთდა. მან სამოქალაქო აქტივისტებს პროტესტის მიზეზი ჰკითხა, რის შემდეგაც აქციის პათოსი გაიზიარა და ტრანსფარანტით ხელში აქციის მონაწილეებთან ერთად დადგა.
აქციას სხვადასხვა პარტიების წარმომადგენლები შეუერთდნენ და მეფე ერეკლეს სასახლის ბურჯზე საქართველოს ჰიმნი შეასრულეს.