17 ნოემბერი 2024,   22:37
ვრცლად
20 ივნისის სისხლიან ღამეს პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტებად აფასებს Human Rights Watch

20 ივნისის სისხლიან ღამეს პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტებად აფასებს ადამიანის უფლებების დამცველი საერთაშორისო ორგანიზაცია.

განცხადება Human Rights Watch-მა გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ პოლიციამ პროპორციული ძალა უნდა გამოიყენოს და რეზინის ტყვიებს უკიდურეს შემთხვევაში მიმართოს.

„პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის მიმდინარე დაპირისპირების ფონზე ხელისუფლებამ სასწრაფოდ უნდა მიუთითოს პოლიციას, დაიცვას საერთაშორისო სამართლის ნორმები. ეს ნორმები კი მოითხოვს, რომ პოლიციამ მხოლოდ პროპორციული ძალა უნდა გამოიყენოს და ისეთ საშუალებებს, როგორიცაა რეზინის ტყვიები, მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში მიმართოს. სამართალდამცველები ვალდებულები არიან, პატივი სცენ გამოხატვის თავისუფლებას, მათ შორის სანქცირებული და არასანქცირებული დემონსტრაციების დროს. ძალის გამოყენების შესახებ გაეროს მიერ დადგენილი პრინციპები პირდაპირ მოითხოვს ძალოვანებისგან, რომ არ მიმართონ ძალადობრივ საშუალებებს,“ - აღნიშნულია განცხადებაში.

დღის ამბები