რუსთაველზე მიმდინარე აქციაზე სამოქალაქო აქტივისტი გიგა მაქარაშვილი იმყოფება, მან სიტყვით გამოსვლისას მადლობა გადაუხადა მედიის წარმომადგენლებს და აღნიშნა, რომ 20 მაისის სისხლიან ღამეს ჟურნალისტები ისევე იბრძოდნენ როგორც ქართველი ერი.
„დღეს ჩვენ არ ვართ ცოტა და გუშინაც დავინახეთ როგორ ერთმანეთს ვედექით გვერდში. . მე მინდა ერთ ძალიან საინტერესო დეტალზე გავამახვილო ყურადღება იმიტომ, რომ არასდროს ამ ხალხზე არ ვლაპარაკობთ. საკუთარი სიცოცხლის და ჯანმრთელობის ფასად, იმიტომ რომ ჩვენი ხმა მსოფლიოს გაეგო, ჩვენი მედიის წარმომადგენლები იბრძოდნენ ჩვენთან ერთად. მადლობა ქართულ მედიას, რომელმაც ზუსტად ისე იბრძოლა როგორც იბრძოდა ქართველი ერი,“-განაცხადა გიგა მაქარაშვილმა.
ის ასევე ირაკლი კობახიძის გადადგომასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს საკმარისი არ არის.
"გახარიას აქვს თავის გეგმები, ბიძინა თავის ტრიუკებს ატარებს. დღეს გადმოგვიგდეს კობახიძე და ზაქარია ქუცნაშვილი. გაიკეთეთ ტრ...კში“-განაცხადა გიგა მაქარაშვილმა.