პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე მეუფე პეტრე ეპარქიის წევრებთან ერთად მივიდა. მეუფე პეტრე ამბობს, რომ თუ საჭირო გახდება ის მზად არის მოქალაქეებსა და სამართალდამცველებს შორის დადგეს.
"გუშინ რომ ვყოფილიყავი თბილისში მოვიდოდი და ჩავდგებოდი იმ ახალგაზრდებთან, რომელიც გათელეს წიხლით. გვაქვს მწარე გამოცდილება, როდესაც 9 აპრილს არავინ აღმოჩნდა შუაში დამდგომი, როდესაც სამოქალაქო ომის დროს ასევე ვერ მოახერხა ეკლესიამ ეს. დღეს ვისაც სურვილი ჰქონდა ჩვენი ეპარქიიდან მოწყალე სამარიტელის მდგომაროებაში ვიყოთ აქ ვართ.
ამიტომ ვფიქრობ, ტელევიზორის ყურებას ჯობს აქ ქაშუეთთან და წმინდა გიორგისთან ახლოს, ვიყო ახლოს,“-ამბობს მეუფე პეტრე.
მისი თქმით, ქრისტიანული და სწორი მდგომარეობაა, რომ როდესაც არსებობს დაპირისპირების საფრთხე, სასულიერო პირები უნდა ჩადგნენ დაპირისპირებულ თანამოქალაქეებს შორის.
„ყველაზე მეტად ვინც შეიძლება საკუთარ თავზე აიღოს ეს განსაცდელი და ტყვიაც ღმერთმა დაგვიფაროს ეს არის სამღვდელო დასი და დედა ეკლესია. ვუყურე კადრებს და ვფიქრობ,რ ომ ეს არის არაადამიანური საქციელი,ასე ცხოველს თუ მოექცევიან.
არაპროპორციული იყო ძალა და აგონიაში მყოფი სპეცსამსახური ჩადიოდა ამ სისასტიკეს, როდესაც ხალხს პარკში მისდევდნენ.
მახსოვს, როგორ განიკითხავდა და გმობდა 7 ნოემბერსა და 26 მაისს, 26 მაისის დამგმობმა ხელისუფლებამ ჩაიდინა უფრო მეტი, ვიდრე გვახსოვს იმ მძიმე პერიოდში,“-ამბობს მეუფე პეტრე.