პარლამენტთან კვლავ სამართალდამცველების მობილიზება მიმდინარეობს. ძალოვანები საკანონმდებლო ორგანოს უკანა შესასვლელთან ბარიკადებს შლიან. რკინის კონსტრუქციები შესასვლელებთან დადგეს. სავარაუდოდ იმისთვის, რომ აქციის მონაწილეებმა პარლამენტში შესვლა ვერ შეძლონ. პარლამენტის ყველა შესასვლელი ბლოკირებულია.
ადგილზე ასევე იმყოფებიან ე.წ. რობოკოპები. პარლამენტის პირველ სართულზე კი მობილიზებულია სპეცდანიშნულების რაზმის წევრები.
სამართალდამცველების საკმაოდ დიდი შემადგენლობაა მობილიზებული მთავრობის ადმინისტრაციასთანაც. ადგილზე მძიმე ტექნიკა მიიყვანეს.