17 ნოემბერი 2024,   19:37
ვრცლად
 "გელით ყველას ჩემს სამშობლოში" - ნინო სურგულაძე კამპანიას "იმოგზაურე საქართველოში" შეუერთდა   

რუსეთის ეკონომიკური სანქციების საპასუხოდ წამოწყებულ კამპანიას "იმოგზაურე საქართველოში" ცნობილი მეცოსოპრანო, ნინო სურგულაძე შეუერთდა. სურგულაძემ სიცილიის ქალაქ ტაორ-მინაში რიგით მეცხრე საერთაშორისო ლიტერატურის ფესტივალ "ტაო-ბუკის" საზეიმო გახსნის გალა კონცერტსა და დაჯილდოებაში მიიღო მონაწილეობა და დამსწრეები საქართველოში მოიწვია.

ქართველი მეცოსოპრანო ღონისძიებაზე საპატიო სტუმრად მიწვეული ერთადერთი საოპერო მომღერალი იყო.

"საქართველო ულამაზესი და განსაკუთრებული ქვეყანაა, სადაც ყველას გულითადად გიმასპინძლებენ. რუსეთი ცდილობს, როგორღაც უკვე მერამდენედ დააზიანოს ჩემი ქვეყანა, მაგრამ არ გამოუვა, რადგან ჩვენ ბევრჯერ ვუთხარით არა მკვლელ რუსეთს და პირადად პუტინს. მჯერა, რომ ახლაც გავიმარჯვებთ. გელით ყველას ჩემს სამშობლოში," - აღნიშნა სურგულაძემ.

დღის ამბები