17 ნოემბერი 2024,   19:28
ვრცლად
მაჩალიკაშვილის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება გრძელდება 

თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნით, ხელმოწერების შეგროვება გრძელდება. ხელმოწერების შეგროვება პარლამენტის შენობის წინ ცოტა ხნის წინ განახლდა.

ამ დროისთვის 17 ათასი ხელმოწერაა შეგროვებული. მოკლული თემირლანის მამა, ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეებს მოუწოდებს, ხელმოწერების შეგროვებაში მონაწილეობა მიიღონ.

მაჩალიკაშვილი დარწმუნებულია, რომ 2 თვის განმავლობაში 200 ათასი ხელმოწერა შეგროვდება.

გარდა ამისა, მალხაზ მაჩალიკაშვილი მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, დააბრუნოს მოპარული კარვები, რომელიც პარლამენტის შენობის წინ იყო განთავსებული. 

დღის ამბები