17 ნოემბერი 2024,   19:33
ვრცლად
„იმოგზაურე საქართველოში“ - რუსეთის ეკონომიკური სანქციების საპასუხოდ წამოწყებული კამპანია

იმოგზაურესაქართველოში“ - რუსეთის  ეკონომიკური სანქციების საპასუხოდ წამოწყებული კამპანია. მას შემდეგ რაც, რუსეთმა საქართველოს ახალი ავიაბლოკადა დაუწესა, ინტერნეტსივრცეში არ წყდება პოსტები, რომლის შინაარსის საქართველოში მოგზაურობას ეხება.

კამპანიას "იმოგზაურე საქართველოში" ცნობილი მეცოსოპრანო ნინო სურგულაძეც შეუერთდა. სურგულაძემ სიცილიაში საერთაშორისო ლიტერატურის ფესტივალ "ტაო-ბუკის" საზეიმო გახსნის გალაკონცერტსა და დაჯილდოებაში მიიღო მონაწილეობა და დამსწრეები საქართველოში მოიწვია.

„გაუმარჯოს თავისუფალ, დამოუკიდებელ საქართველოს“, ამ წარწერით მხარდამჭერი ვიდეო გამოაქვეყნა სოციალურ ქსელში პიანისტმა გიორგი მიქაძემ. საქართველოს ეროვნული ჰიმნი ჩინეთში პიანისტმა დიდი აუდიტორიის წინაშე შეასრულა.  

ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებას არ შეუშინებია რუსეთის მოქალაქეების ნაწილი.  მათი ნაწილი ქართველებს ამხნევებს და პუტინის პოლიტიკასთან ბრძოლაში სოლიდარობას უცხადებს. საქართველოს მხარდაჭერას უცხადებენ ცნობილი რუსი საზოგადო მოღვაწეებიც.

რუსეთის 15 000-მა მოქალაქემ ხელი მოაწერა პეტიციასაც. ისინი მიიჩნევენ, რომ საქართველო-რუსეთს შორის ავიამიმოსვლა არ უნდა შეწყდეს და ადამიანებმა თავად უნდა გადაწყვიტონ, რომელ სახელმწიფოში ჩავიდნენ.

საქართველოში მოგზაურობისკენ მეგობრებს ევროპის სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეებიც მოუწოდებენ.

ადამიანები სხვადასხვა ქვეყნიდან უკვე აქვეყნებენ პოსტებს და გამოთქვამენ სურვილს, რომ მშვენიერ საქართველოში იმოგზაურებენ, თავის მხრივ, ქართული ტურიზმის პოპულარიზაციის მიზნით, ჯგუფში ბევრმა ქართველმა გამოთქვა სურვილი, ევროპელ ტურისტებს სრულიად უფასოდ უმასპინძლოს.

უკრაინელი დამსვენებლები რუსების ნაცვლად მოძმე საქართველოში - საქართველოს მესამე პრეზიდენტი ამ სახელწოდების კამპანიას იწყებს. მიხეილ სააკაშვილი უკრაინულ ავიაკომპანიებთან და ტუროპერატორებთან შეხვედრებს იწყებს და აპირებს, ყველა გამოსვლაში მოუწოდოს უკრაინელებს, რათა მათ საქართველოში დაისვენონ.

კიდევ ერთი სიმბოლური აქცია ახალგაზრდებს უკავშირდება, მათ, ვინც სისხლიან დარბევას თვალი ან მხედველობა დაკარგა, სოლიდარობას უცხადებენ.

 

დღის ამბები