ბიძინა ივანიშვილის შუშის სასახლეში ცოტა ხნის წინ სახანძრო მანქანები შიეყვანეს. ადგილზე ძალოვანების სრული მობილიზაციაა. სასახლის ტერიტორიაზე იმყოფება სპეცრაზმი სრული შეიარაღებით, ელექტრომაგნიტური სიგნალების ჩამხშობი აპარატურა და წყლის ჭავლის მანქანებიც.
ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან სრული მზადყოფნა მას შემდეგ გამოცხადდა, რაც აქციის მონაწილეებმა თქვეს, რომ ოლიგარქის სახლთან მისვლას გეგმავდნენ.