17 ნოემბერი 2024,   19:38
ვრცლად
დაჭრილებს ვეხმარებოდი, დამიზნებით ისროდნენ, მომხვდა თვალში... - 20 ივნისის ღამეს დაშავებულები მომხდარის დეტალებს იხსენებენ

20 ივნისის სისხლიან ღამეს დაშავებულები მომხდარის დეტალებს იხსენებენ. ერთ-ერთი მათ შორის საბა სერგიაა. თავდაპირველად არსებობდა ინფორმაცია, რომ მან თვალი დაკარგა, თუმცა ექიმებმა მისთვის თვალის შენარჩუნება შეძლეს. ამ დროისთვის საბა სერგია დაზიანებული თვალიდან ვერ ხედავს, თუმცა ექიმები მას იმედს აძლევენ, რომ მხედველობა ეტაპობრივად აღუდგება. საბა სერგია ყვება, რომ დარბევის ღამეს, მას, აქციის სხვა მონაწილეებთან ერთად დაჭრილები გამოჰყავდა, როდესაც დამიზნებით ესროლეს.

„ვეხმარებოდით დაჭრილებს. როდესაც დაჭრილებს ვეხმარებოდით, ერთი ორი გავიყვანეთ და მესამეჯერ როცა გამოვედი კაი შორი მანძილიდან მომხვდა თვალში ტყვია. ისროდნენ დამიზნებით და ხალხს ესროდნენ დამიზნებით. მაგრამ ეს ის მინდა, რომ ხალხს მივმართო. თვალი არ დამიკარგავს.  მხედველობა ნელ-ნელა აღმიდგება, ამჯერად ვერ ვხედავ მაგრამ ნელ-ნელა აღმიდგება მხედველობა. თვალი მქონდა, ექიმმა მითხრა ნელ ნელა შეიძლებაო აღდგესო მდგომარეობა, როდესაც ექიმთან მივედი 0% მქონდა მხედველობა,“-განაცხადა საბა სერგიამ.

შეგახსენებთ, რომ დარბევის ღამეს ათობით ადამიანი დაშავდა. მათგან დიდ ნაწილს ქირურგიული ოპერაციები დასჭირდა. დემონსტრანტებს ყბა-სახის მოტეხილობები, ნატყვიარები ჭრილობები და სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანებები აღენიშნებოდათ. ორმა მოქალაქემ, მათ შორის 18 წლის მაკო გომურმა თვალი დაკარგა. ასევე თვალი დაკარგა "რუსთავი 2"-ის თანამშრომელმა, რომლის მდგომარეობაც მძიმეა. მას ყბა-სახის მოტეხილობა აღენიშნება. სავარაუდოდ მას რამდენიმე ქირურგიული ოპერაცია კიდევ დასჭირდება. 

ორი მოქალაქისთვის კი ექიმებმა თვალის შენარჩუნება შეძლეს. მათ მხედველობის პრობლემა აქვთ.

ამავე თემაზე
დღის ამბები