17 ნოემბერი 2024,   19:58
ვრცლად
თითოეულმა დეპუტატმა უნდა აიღოს პასუხისმგებლობა, უერთდება თუ არა გახარიას, რომელმაც მოაწყო "გავრილოვის ღამე" - სერგი კაპანაძე

"ივანიშვილი ახლა ცდილობს, რომ ჩაეჭიდოს ძალაუფლებას," - ეს განცხადება „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა სერგი კაპანაძემ მას შემდეგ გააკეთა, რაც მან ბიუროს სხდომა პროტესტინ ნიშნას დატოვა.

მისი თქმით, ივანიშვილის იმედი სავარაუდოდ, სწორედ გახარიაა. სერგი კაპანაძის განცხადებით, ბიუროს სხდომაზე მან მოითხოვა, რომ დადგეს გახარიას პასუხისმგებლობის საკითხი. 

„როგორც ჩანს რაღაც იმედები აქვს ასევე იმ 0%-იან ბარიერზე. ჩვენ ვაყენებთ საკითხს, რომ პარლამენტმა უმოკლეს ვადაში განიხილოს გახარიას პასუხისმგებლობის საკითხი. თითოეულმა დეპუტატმა უნდა აიღოს პასუხისმგებლობა, ის უერთდება გახარიას „გავრილოვის ღამის“ მოწყობაში, თუ არ უერთდება და არის წინააღმდეგი,“-აცხადებს სერგი კაპანაძე.

დღის ამბები