პროტესტის მეხუთე დღე - რუსთაველის გამზირზე შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა მიღწეული გამარჯვება სიმბოლურად აღნიშნეს. სამოქალაქო აქტივისტმა გიგა მაქარაშვილმა აქციის მონაწილეებს მოუწოდა დღევანდელის გამარჯვების სიმბოლოდ ერთი ხელი თვალზე აეფარებინათ, მეორე ხელი კი ზემოთ აეწიათ. მისი თქმით, შემდეგ დღეებში იქნება მეტი გამარჯვება, ამიტომ ზემოთ აღმართულ ხელს და გაშლილ ერთ თითს, მეორე და მესამეც შეემატება.
შეგახსენებთ, რომ აქციის მონაწილეები გიორგი გახარიას გადადგომას და 20 ივნისს დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლებას ითხოვენ.