სანამ ქართველებში არის საპროტესტო მუხტი, სანამ უსამართლობაზე ვრეაგირებთ, ერი ცოცხალია - ეს განცხადება ხელოვნებათმცოდნე გოგი ხოშტარიამ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე გააკეთა. ის ამბობს, რომ უერთდება ახალგაზრდების მოთხოვნებს და გახარია უნდა გადადგეს.
„ესეც არის ბოლშევიკური სიჯიუტე რა, მაინც ჩამოვაგდებთ. მაგრამ აუცილებლად ყურით უნდა ჩამოგათრიოთ? გეყოს კაცობა, რომ თქვა მივქარე და გადადექი რა. ამის ტრაკიც არ აქვს, კაცი არ არის. ადრე მეგონა კაცი, მაგრამ არ არის კაცი. მიუხედავად იმისა ბიძინა ეტყვის თუ არა, ჯერ კაცი უნდა იყო, მერე პოლიტიკოსი, მერე თანამდებობა. მიქარავ არა რაღაცას ... დავუშვათ სხვა გზა არ ჰქონდა, აი დავუშვათ საჭირო იყო, მაგრამ არ იყო საჭირო. ხომ სისხლი დაიღვარა, ბავშვები დააბრმავეს, როგორ უნდა იცხოვრო ამ ტვირთით. არ არის ეს კაცი,“-განაცხადა გოგი ხოშტარიამ.
მისივე თქმით, ის ამაყია იმით რომ მისი ოჯახის წევრები აქციის პირველ რიგებში დგანან.