ხალხი არის გაუტეხელი, ხალხი გრძნობს თავის ძალას-ამის შესახებ განცხადება სანდრა რულოვსმა გააკეთა. ის ამ წუთებში აქციაზე იმყოფება. საქართველოს მესამე პრეზიდენტის მეუღლე აცხადებს, რომ პროპორციული სიით არჩევნების ჩატარება არის აქციის მონაწილეების მიღწევა, თუმცა აუცილებელია რომ სხვა მოთხოვნებიც შესრულდეს. მან ერთ-ერთ მთავარ მოთხოვნად გახარიას გადაყენება დაასახელა და განაცხადა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში რეპრესიები გაგრძელდება.
„დღეს პროპორციული არჩევნები მივიღეთ, ერთი მოთხოვნა დაკმაყოფილდა, მაგრამ დარჩა ბევრი, ჩვენ გვინდა რომ პატიმრები იყვნენ გათავისუფლებულები, ვინც უკანონოდ არის დაკავებული. ჩვენ გვინდა, რომ გახარია გადადგეს. ეს არის მთავრობის ხერხემალი, მათ თუ შერჩებათ ძალოვანი სტრუქტურები ადგილზე უარესი რეპრესიები გველოდება და მეოთხე მოთხოვნა არის ვადამდელი არჩევნები, კიდევ 15 თვე მათ ხელში რომ ვიყოთ სამწუხაროდ ბევრი ადამიანი დატოვებს ქვეყანას, იქნება მეტი რეპრესია, მეტი უმუშევრობა, იქნება მეტი ობიექტი გადაცემული რუსეთისთვის,“-განაცხდაა სანდრა რულოვსმა.
სანდრა რულოვსმა 20 ივნისის სისხლიანი ღამის სიმბოლოდ თვალზე ხელი აიფარა და ასე გააპროტესტა ახალგაზრდების დარბევა.