მამაკაცი, რომელიც 20 ივნისს, რუსთაველის გამზირზე აქციაზე იმყოფებოდა ჰყვება, რომ თავად დაინახა, როგორ ესროლა მას პოლიციელმა დამიზნებით. გიორგი ფოფხაძეს 7 ტყვია აქვს მოხვედრილი. ფოფხაძე ჰყვება, რომ იგი გააფრთხილეს, არ იაქტიუროს და არ იაროს აქციაზე. კონკრეტულად ვისგან მოდის ეს მუქარა არ იცის. ამის მიუხედავად ამბობს, რომ არ აპირებს გაჩუმდეს და უარი თქვას აქციებში მონაწილეობაზე.
„ვაპროტესტებდი და ამ დროს ვხედავ პოლიციელს, რომელიც დამიზნებით მესროდა ტყვია. მომხვდა 7 ტყვია ჯამში. ზეწოლა პირდაპირი არ ყოფილა, ალბათ მეთოდია ეს, იყო შეფარულად - რა გინდა, რისთვის აკეთებ ამ ყველაფერს. შეფარული მესიჯებით და გზავნილებით. ჩემს თავთან, ჩემს ოჯახთან ვიქნები ძალიან ცუდი ადამიანი, რომ მე სახლში დავჯდე“-აცხადებს დაზარალებული გიორგი ფოფხაძე.
მან დახმარებისთვის უკვე მიმართა ცენტრ "ემპათიას". არასამთავრობო ორგანიზაცია არაადამიანური მოპყრობისთვის საჩივარს პროკურატურაში შეიტანს.