თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციებს, თელაველი ახალგაზრდებიც უერთდებიან. მათ ქალაქის ცენტრალურ მოედანზე მსვლელობა მოაწყვეს, რის შემდეგაც პროტესტი უკვე თელავის თეატრთან გაგრძელდა.
აქციის ორგანიზატორების თქმით, ისინი სოლიდარობას უცხადებენ აქციის დროს დაკავებულ ახალგაზრდებს და ხელისუფლებას მათი დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდებენ. მათ შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომაც მოითხოვეს.