რაც 20 ივნისის ღამეს მოხდა, ახლა უკვე გამოიძიებენ. ჩემი აზრით, ეს არის სწორი - ეს განცხადება, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, კარლ ჰარცელმა, 20 ივნისის ღამეს განვითარებული მოვლენების შეფასებისას გააკეთა.
ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში, პარლამენტთან განვითარებული მოვლენების გამოძიების მომხრეა. კითხვაზე გამოიყენა თუ არა პოლიციამ 20 ივნისის ღამეს არაპროპორციული ძალა - ჰარცელი ამბობს, რომ მნიშვნელოვანია ყველა კითხვას მტკიცებულებებით გაეცეს პასუხი.
„მოხარული ვარ, რომ დემონსტრაციები მშვიდობიანად მიმდინარეობს. ეს ნამდვილად ყველა იმ დემონსტრანტის დიდი დამსახურებაა, რომლებიც ქუჩაში არიან გამოსული. რაც 20 ივნისის ღამეს მოხდა, ახლა უკვე გამოიძიებენ. ჩემი აზრით, ეს არის სწორი და საჭირო. აშკარაა, რომ დაშავებულების რაოდენობიდან გამომდინარე, მოითხოვენ უფრო მეტ მტკიცებულებას იმ ღამეს არსებული ვითარების შესახებ“ - განაცხადა კარლ ჰარცელმა.