17 ნოემბერი 2024,   19:37
ვრცლად
20 ივნისს ჰყავს თავისი დამნაშავეები, უპირველეს ყოვლისა, ეს არის გახარია - ფიქრია ჩიხრაძე

პრეზიდენტ მარგველაშვილის ყოფილი მრჩეველი ნიკა მელიას მიმართ წარდგენილ ბრალს ეხმაურება. ფიქრია ჩიხრაძე აცხადებს, რომ 20 ივნისს ჰყავს თავისი დამნაშავეები, თუმცა ის არა ნიკა მელია, არამედ გიორგი გახარიაა, რომელმაც პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა აიღოს.

„დღეს ჩვენ მოვისმინეთ, რომ ჩვენი კოლეგის, ნიკა მელიას წინააღმდეგ არის აღძრული საქმე. მე დარწმუნებული ვარ, რომ არავითარი სამხილი მათ არ გააჩნიათ. უბრალოდ ჩათვალეს, რომ რაკი ერთი მოთხოვნა დაკმაყოფილდა პროპორციული არჩევნების სახით, მათ განცდა აქვთ, რომ უკვე შეუძლიათ ანაგარიშსწორებაზე გადავიდნენ. 20 ივნისს ჰყავს თავისი დამნაშავეები, უპირველესი პასუხისმგებელი ამ დანაშაულზე გახლავთ პოლიტიკური პასუხისმგებლობის მქონე უწყების ხელმძღვანელი ბატონი გახარია, რომელმაც ულაპარაკოდ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა მომხდარზე,“ - განაცხადა  ფიქრია ჩიხრაძემ.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები