ყაზბეგში ადგილობრივმა მოსახლეობამ ელექტრონული მუსიკის ფესტივალი Mountain Set Kazbegi დაარბია. მუსიკალური ღონისძიება მათ ჯერ სტეფანწმინდიდან, შემდეგ კი გუდაურიდან გააძევეს. მოხევეებმა საკონცერტო ინფრასტრუქტურა დააზიანეს.
ამის მიზეზად ორგანიზატორების განცხადებები და მთის ტრადიციებისთვის შეუსაბამო მუსიკალური ღონისძიება სახელდება.
„ყაზბეგში ცეკვა არსებობს მარტო მთიულური და ა.შ. ვალსსაც კი არ ცეკვავენ აქ,“- ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.
მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ქურდობისა და სხვისი ნივთის დაზიანების მუხლებით დაიწყო. ინციდენტში მონაწილე პირების გამოკითხვა გუდაურის პოლიციაში მიმდინარეობდა.
ელექტრონული მუსიკის სცენა გუდაურიდან თბილისში გადმოდის. საფესტივალო ტერიტორიის დარბევის შემდეგ ორგანიზატორების გადაწყვეტილებით, 3 დღიანი Mountain Set Kazbegi კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება.