სადგურის მოედანზე ე.წ. ყვითელი ავტობუსი დაიწვა. როგორც თვითმხილველმა "კურიერს" განუცხადა, ავტობუსს ჯერ ცეცხლი წაეკიდა, შემდეგ კი აფეთქდა.
კიდევ ერთი თვითმხილველი კი ამბობს, რომ ცეცხლი სატრანსპორტო საშუალების ძრავს გაუჩნდა.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ავტობუსში მგზავრები არ იმყოფებოდნენ.