17 ნოემბერი 2024,   19:35
ვრცლად
1 დოლარი 2.90 ლარი - ეროვნული ვალუტის ვარდნის პროცესი პიკს აღწევს 

საპროტესტო აქციების და პოლიტიკური კრიზისის პარალელურად, ლარის კრიზისი პიკს აღწევს. ეროვნული ვალუტა ისევ თავისუფალი ვარდნის რეჟიმშია და ლარმა მორიგი ანტირეკორდი დაამყარა. დოლარის ფასი უკვე 2 ლარი და 90 თეთრია.

ვიდრე „ქართული ოცნება“ პოლიტიკური რეპრესიების ახალი ტალღით, ყველა დანარჩენ ახალ ამბავს ფარავდა, ვიდრე ივანიშვილის პარტიის პოლიტპატიმრების სიას ახალი გვარები ემატებოდა, ლარმა გაუფასურების ახალი რეკორდი მოხსნა. ყველა ის ადამიანი ვინც დღეს „კურიერმა“ ჩაწერა, ამბობს, რომ ხელისუფლებამ მოსახლეობა უბრალოდ დაღუპა.

„ძალიან ცუდი მდგომარეობაა, მართლა სასირცხვილო, რომ იტყვიან გვრცხვენია ყველაფერის. ქართველებიც რომ ვართ, გვრცხვენია. ქართველმა ქართველზე როგორ უნდა აიღოს ხელი. გაუჭირდათ იმ ბავშვებსაც, რა დააშავეს. აწეული ხელებით ესროლეს, თვალები ამოთხარეს... ყველა გაღიზიანებული ვართ. ქუდზე გამოვა კაცი ალბათ“ - ამბობს ერთ-ერთი მოქალაქე.

ხალხი ფიქრობს, რომ გამოსავალი, მხოლოდ ქვეყნიდან წასვლაა, რადგან ფასები და შიმშილი ისტორიულ რეკორდზეა. დღეს ადამიანები სავალუტო ჯიხურების ტაბლოებს შიშით უყურებდნენ, ეროვნული ვალუტა დილიდან რამდენჯერმე გაუფასურდა.

გამყიდველები პროდუქტების ფასებს საათობრივად ცვლიან. მოსახლეობა ამბობს, რომ დილით წამლები უფრო იაფი ღირდა, დოლარის გაუფასურების პარალელურად კი კიდევ უფრო გაძვირდა. 

დღის ამბები