17 ნოემბერი 2024,   19:33
ვრცლად
„არ ვაპირებთ, რომ დავიშალოთ“ - პარლამენტის წინ მოშიმშილეები პროტესტს განაგრძობენ

უკიდურესი პროტესტის მე-5 დღე - შს მინისტრის გადადგომის მოთხოვნით აქციის მონაწილეთა ნაწილი რუსთაველის გამზირზე შიმშილობას განაგრძობს. გასული ღამე მათ ისევ პარლამენტის წინ გაშლილ კარვებში გაათენეს.

დემონსტრანტები შიმშილობის შეწყვეტას მოთხოვნების შესრულებამდე არ აპირებენ.

„რა თქმა უნდა, არ ვაპირებთ, რომ დავიშალოთ, არ ვაპირებთ, რომ შევაჩეროთ ეს ფორმა უკიდურესი პროტესტისა, იმიტომ, რომ სამი მოთხოვნიდან ორი უკვე შესრულდა და დარჩა ერთი და ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი და სანამ გიორგი გახარია არ დატოვებს შს მინისტრის პოსტს, იქამდე არ შევწყვეტთ შიმშილობას,“- განაცხადა ერთ-ერთმა მოშიმშილემ, ცენტრ „ემპათიას“ იურისტმა, გიგა ლემონჯავამ.

დღის ამბები