17 ნოემბერი 2024,   19:36
ვრცლად
"მას დროებითი ეკრძალება საჯარო გამოსვლები საჯარო განცხადებების გააკეთა" - ნიკა მელიას საქმის პროკურორი

პროკურორი, ამირან გულუაშვილი იმ შეზღუდვებს განმარტავს, რომელიც გირაოსთან ერთად, ნიკა მელიას დაუწესდა. პროკურორმა ჟურნალისტებს, მოსამართლე, თემურ გოგოხიას მიერ მიღებული გადაწყვეტილება გააცნო. 

მოსამართლის გადაწყვეტილებით, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მთავარი პროკურორის, შალვა თადუმაძის შუამდგომლობა, ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების გამოყენების თაობაზე. მოსამართლის გადაწყვეტილებით, მას 30 ათას ლარიანი გირაო და გადახდის ვადა არის 20 დღე.

„ნიკანორ მელია ვალდებულია საკუთარი პასპორტი და პირადობის დამადასტურებელი სხვა ყველა დოკუმენტი ჩააბაროს სამართალდამცავ ორგანოებს, რაც შეუშლის მას ხელს კანონიერად გადაკვეთის საქართველოს საზღვარი და დატოვოს საქართველოს ტერიტორია. იგი ვალდებულია იმყოფებოდეს მის საცხოვრებელ სახლში და სამართალდამცავი ორგანოს ნებართვის გარეშე და წინასწარი ინფორმირების გარეშე არ დატოვოს მისი საცხოვრებელი სახლი. მას დროებით ეკრძალება საჯარო გამოსვლები საჯარო განცხადებების გააკეთება და ამასთან ერთად ეკრძალება ყოველგვარი კომუნიკაცია იმ პირებთან, რომლებიც წარმოადგენენ მისი ბრალდების სისხლის სამართლის საქმეში“ - განაცხადა პროკურორმა ამირან გულუაშვილმა.

პროკურორი ამბობს, რომ სასამართლოს კონკრეტული არგუმენტები და მიზეზები არ განუმარტავს, თუ რას დააყრდნო საკუთარი გადაწყვეტილება და რატომ არ დააკმაყოფილა პროკურატურის მოთხოვნა, ნიკა მელია დაკავებასთან დაკავშირებით. 

ამავე თემაზე
დღის ამბები