31 ოქტომბერი 2020,   00:35
ვრცლად
მსვლელობა ბიძინა ივანიშვილის შუშის სასახლისკენ - დემონსტრანტები სიმბოლურად, შს მინისტრის სახლის ფანჯრებს ჩაუვლიან

აქციის მონაწილეებმა, რომლებიც ამ წუთებში, ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციისკენ მიემართებიან, გზად შს მინისტრის სახლს ჩაუვლიან. გიორგი გახარიას სახლი სწორედ იმ ქუჩაზე მდებარეობს, რომელიც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის რეზიდენციისკენ მიდის. დანიშნულების ადგილი სწორედ ბიძინა ივანიშვილის შუშის სასახლეა.

დემონსტრანტები ხმაურით და შეძახილებით, სწორედ გიორგი გახარიას სახლის ფანჯრებს ჩაუვლიან. აქციის მონაწილეები სკანდირებენ „წადის“.

ამაღლების ქუჩაზე, რამდენიმე საპატრულო ეკიპაჟია მობილიზებული, დგანან შს სამინისტროს წარმომადგენლები.

დღის ამბები