"უცნაურია, ასეთ მასშტაბურ და მშვიდობიან აქციას არ იცავს საკუთარი ქვეყნის პოლიცია,“ - ამის შესახებ აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ნოდარ რუხაძემ „კურიერის“ პირდაპირ ეთერში განაცხადა. აქციის მონაწილეები ამ წუთებში მსვლელობით ბიძინა ივანიშვილის შუშის სასახლისკენ მიემართებიან, რათა მას მოთხოვნები უფრო ახლოდან გააგონ.
აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ აქციას სამართალდამცველები არ იცავენ, რაც გარკვეულ ეჭვებს ბადებს შესაძლო პროვოკაციების შესახებ. მათი განცხადებით, ადგილზე იმყოფება ორი სასწრაფო დახმარების მანქანა. ისინი მოითხოვენ, რომ პოლიციელები მივიდნენ და უზრუნველყონ აქციის უსაფრთხოება. აქციის მონაწილეები ხაზგასმით ამბობენ, რომ აქცია და მსვლელობა მშვიდობიანია.