17 ნოემბერი 2024,   19:38
ვრცლად
ყვითელი ბარათები ბიძინა ივანიშვილს - აქცია გახარიას გადადგომის მოთხოვნით ბიზნესცენტრთან გვიან ღამით დასრულდა

ყვითელი ბარათები ბიძინა ივანიშვილს - აქცია "ქართული ოცნების" ლიდერის ბიზნესცენტრთან გვიან ღამით დასრულდა. რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის მონაწილეები, ივანიშვილის რეზიდენციასთან მსვლელობით მივიდნენ.

შს მინისტრის გადაყენება - ეს იყო აქციის მონაწილეთა მთავარი გზავნილი ივანიშვილისადმი. ადგილზე მისულებმა ივანიშვილის გააფრთხილეს, რომ მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ყვითელ ბარათებს, წითელი ბარათი მოჰყვება.

აქტივისტებმა ფულიც გადაყარეს იმის ნიშნად, რომ შეუძლებელია ყველაფრის ყიდვა. აქციის მონაწილეები იმედოვნებენ, რომ ივანიშვილი გადააყენებს შინაგან საქმეთა მინისტრს და ქვეყანას არ შეიყვანს პოლიტიკურ  ჩიხში.

"სიმბოლური პრეცედენტი უნდა შეიქმნას, უნდა დაისაჯოს შს მინისტრი, რომელიც დაასახიჩრებს თავის ხალხს. ვინც დაარღვევს პოლიციის შესახებ კანონს, იმას პოლიციაში არაფერი არ ესაქმება,"-განაცხადა მიშა მშვილდაძემ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები