17 ნოემბერი 2024,   19:31
ვრცლად
შორს ბინძური ხელები "ტორპედოსგან"! - ქუთაისში აქცია გაიმართა

შორს ბინძური ხელები "ტორპედოსგან"! - ამ მოწოდებით ქუთაისში აქცია გაიმართა. გულშემატკივრები გუნდის დაშლის საფრთხეზე საუბრობენ და მომხდარში საფეხბურთო გუნდის პრეზიდენტს ადანაშაულებენ.

მათი აზრით, გამოძიება უნდა დაინტერესდეს, რაში დაიხარჯა ბიუჯეტი. აქციის მონაწილეები მიმართავენ ქალაქის მერიას და ეკონომიკის სამინისტროს და პრობლემებით დაინტერესებისკენ მოუწოდებენ.

გულშემატკივრებს ქუთაისი მერი შეხვდა. გიორგი ჭიღვარიას თქმით, გუნდის პრეზიდენტმა პრობლემის მოსაგვარებლად რამდენიმე დღე ითხოვა და თუ დავალიანება არ დაიფარება, ხელშეკრულება შეწყდება.

დღის ამბები